ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა – ჩემპიონატზე მარიამ შანიძე, თეკლა შარია, გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე იასპარეზებენ.
მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების რაოდენობით საქართველო დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა.