LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიულად სწორი იქნება, თუ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა – ბიბილოვი

89
1AB3A5DC-28D4-43C4-8BB9-CD833B01E1C1-w1023-r1-s

დეფაქტო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი  “რია ნოვოსტთან” საუბარში აცხადებს, რომ „ისტორიულად სწორი იქნება, თუ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა“.

ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ოსი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„არ შეიძლება ხალხმა გაყოფილად იცხოვროს. ერთ ნაწილში, თან უფრო პატარა ნაწილში რესპუბლიკაა, მეორე ნაწილი რუსეთის შემადგენლობაშია. თუ დავუბრუნდებით ისტორიულ სამართლიანობას, ოსი ხალხისთვის სწორი იქნება სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი იყოს და უკვე ამის შემდეგ ვიმუშაოთ იმაზე, რომ ოსეთი ისევ გახდეს ერთიანი, ჩრდილოეთად და სამხრეთად გაყოფის გარეშე.თუ ხალხი გაყოფილია, საერთო განვითარება ამ ხალხს არ ექნება.

ამიტომ არავითარ შემთხვევაში გაერთიანებისკენ მიმართული იდეოლოგიის შეცვლა არ არის საჭირო. იდეოლოგია უნდა იყოს ერთი – ოსი ხალხის გაერთიანება და ამ გაერთიანებული ეთნოსის განვითარება რუსეთის საერთო განვითარების ვექტორში“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები