LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული პროცესი დაიწყო: 5 წელი პარიზის ტერაქტებიდან

276
imrs

პარიზში, სატირული ყოველკვირეული Charlie Hebdo-ს რედაქციასა და Hyper Cacher-ის მაღაზიაზე თავდასხმის საკითხთან დაკავშირებით ისტორიული სასამართლო პროცესი დაიწყო. ბრალდებულთა სკამზე 11 ადამიანია. ყველას ტერორისტებისთვის მატერიალურ დახმარებას ედავებიან.

შეიარაღებული თავდასხმა 2015 წლის 7 იანვარს მოხდა. სასტიკად დაიჭრა ვებ-სერვისის თანამშრომელი. დახვრიტეს მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონერი, დანარჩენებს კი ცეცხლი გაუხსნეს. გამოძიების თანახმად, ადგილზე სავარაუდოდ 14 ისლამისტი იყო, რომლებმაც ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებას ხელი შეუწყვეს.

სამი ადამიანი სამართალს ემალება. რაც შეეხება უშუალო თავდამსხმელებს, ძმებ კუაშის და ამედი კულიბალის, ისინი თავდასხმიდან ძალიან მალე სპეცდანიშნულების თანამშრომლებმა მოკლეს. 2015 წლის 7, 8 და 9 იანვარს ჯიჰადისტებმა 17 ადამიანი მოკლეს. მათ შორის Charlie Hebdo-ს 12 ჟურნალისტი.

თავდასხმამ პროტესტი მთელ მსოფლიოში გამოიწვია. პარიზში შედგა გრანდიოზული მარში დაღუპულთა პატივსაცემად, მასში მონაწილეობა ათეულობით სახელმწიფოს ლიდერმა მიიღო.

ადვოკატები საფრანგეთის სპეცსამსახურების მუშაობის წარუმატებლობაზე საუბრობენ. იზაბელ კუტან პეირის თქმით, სწორი მუშაობით შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის თავიდან არიდება.

2015 წელი, Charlie Hebdo-ს რედაქციასთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული

 

გუშინ გაიმართა მოსმენა, რომელსაც ტერაქტების შედეგად დაზარალებულების ახლობლები დაესწრნენ. სასამართლო პროცესის განმავლობაში, რომელიც 10 ნოემბრამდე გაგრძელდება, დაახლ ოებით 150 ექსპერტი და მოწმე ისაუბრებს. პირველად საფრანგეთის ისტორიაში, ეს პროცესი ვიდეოზე იწერება.

შეგახსენებთ, რომ ამ სერიის ტერაქტების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა (ტერორისტების გამოკლებით), მინიმუმ 20 დაშავდა. Charlie Hebdo-ზე თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჟურნალისტების და დაღუპულთა ხსოვნის მხარდასაჭერად დიდი მიტინგები გაიმართა. 10-11 იანვარს, საფრანგეთის ქალაქების “რესპუბლიკის მარშში” 4 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ტერაქტების მოტივი გახდა ჟურნალში გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურების გამო შურისძიება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g