LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია ჩამოყალიბდა: ახალი მწვრთნელია ვენტურაა

98

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ნაკრებს ჯამპიერო ვენტურა ჩაიბარებს.

”ტორინოს” 68 წლის მწვრთნელი ”სკუადრა აძურას” მესაჭის ადგილზე ანტონიო კონტეს შეცვლის.

”ჯამპიერო ავირჩიეთ იმიტომ, რომ მას აქვს საჭირო თვისებები და შეუძლია ჩინებულად მართოს ფეხბურთელების ჯგუფი”, – თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ.

ვენტურა ტექნიკურ დირექტორთან ერთად იმუშავებს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ამ თანამდებობას მარჩელო ლიპის მიანდობენ. ვენტურას კონტრაქტი ორ წელზეა გათვლილი. ის წლიურად 1.3 მილიონ ევროს მიიღებს.

ვენტურამ სამწრთნელო კარიერა 1982 წელს დაიწყო. 34 წლის განმავლობაში მან 17 გუნდი გამოიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g