LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია ვენეციაში ჩავიდა, ბელგიელებს მაისურები აერიათ, სუარესმა საუკეთესო გოლი აარჩია – ამბები მოკლედ

141
75349086-2646281432104643-3772636884111458304-n

სენეგალელმა მხატვარმა სადიო მანეს პორტრეტი დახატა ბურთის დახმარებით.

არიენ რობენი ბავშვთა მწვრთნელი გახდა. მის მიუნხენის „გრიუნვალდეში“ არიან საკუთარი შვილი, რიბერის შვილი და რუმენიგეს შვილიშვილი.

ბელგიის ნაკრების მცველი დედრიკ ბოიატა რუსეთთან ევროს შესარჩევ მატჩში თანაგუნდელის მიში ბატშუაის მაისურით გამოვიდა. ამ დროს ნამდვილი ბატშუაი სათადარიგო სკამზე იჯდა. ბოიატამ 10 წუთი ითამაშა სხვა გვარით და მერე სწორად გამოიცვალა.

იტალიაში ახალგაზრდული გუნდის („ინვიკტასაურო“) მწვრთნელი გააგდეს 27:0 მოგების გამო. მიზეზი მეტოქის მიმართ უპატივცემულობა გახდა.

ივან რაკიტიჩს სურს „იუვენტუსში“ გადასვლა. მაგრამ ტურინელებმა ჯერ ვინმე უნდა გაყიდონ.

დე ლაურენტისს უნდა მოთამაშეებს ხელფასი გაუნახევროს ბუნტის და „ნაპოლის“ იმიჯის შელახვისთვის.

გარეთ ბეილს არ სურს ხელფასის დაკარგვა ტრანსფერის შემთხვევაში. ერთადერთი ვარიანტი კი ჩინეთი გამოდის.

ბეილს ნაკრების თამაშის დროს უყვიროდნენ: „უელსი, გოლფი, მადრიდი“.

„მან სიტიმ“ შესაძლოა კომანი იყიდოს თუ სანე „ბაიერნში“ წავა.

ლუის სუარესმა „ბარსაში“ გატანილი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი აარჩია:
„185 გოლი გავიტანე და ძნელია ერთი გამოარჩიო. ბოლოდროინდელებიდან კარგად მახსოვს გასულ სეზონში „ატლეტიკოსთან“ გატანილი გოლი. „სევილიასთან“ გოლიც კარგი იყო, კიდევ ის, „ინტერს“ რომ გავუტანე. ის ფაქტი, რომ ეს გოლები „ნოუ კამპზე“ გავიტანე, ამას განსაკუთრებულს ხდის“.

ბოსნიასთან მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრები ვენეციაში ჩავიდა. მიზანი – ყურადღების მიპყრობა და ადგილობრივების დახმარება. ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ, ფედერაციის პრეზიდენტმა გრავინამ და გენერალური მენეჯერის მსგავს თანამდებობაზე მყოფი ჯანლუკა ვიალიმ დატბორილი ქალაქის ცენტრში გაისეირნეს.
ნაკრები კი ნაპირზე დარჩა და ვენეციის კომუნის მატერიკულ ნაწილში ივარჯიშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები