LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში Dior-ს და Armani-ს შრომის ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ

132
Gear-Clothing-Factories-Fashion

იტალიის პროკურატურამ Dior-ის და Armani-ს ფირმები შრომის ექსპლუატაციაში დაადანაშაულა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორი გავლენიანი ბრენდის საწარმოებში მიგრანტები თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

არალეგალურ მიგრანტებს საათში მხოლოდ 2 ევროს უხდიან.

Dior-ის ერთი ჩანთისთვის დასაქმებული დაახლოებით 57 დოლარს იღებს, შემდეგ კი მაღაზიაში ნივთს მინიმუმ 2780 დოლარად ყიდიან. Armani თანამშრომლებს 270 დოლარს უხდის და ჩანთას საშუალოდ 2 ათას დოლარად ყიდის.

ქარხნებში დასაქმებულთა შორის უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეები არიან. ისინი თითქმის მთელი დღე და ღამე მუშაობენ, არ ისვენებენ არანაირ დღესასწაულზე და უფრო მეტიც, ძილითაც იქვე სძინავთ.

Armani-ს წარმომადგენელმა თავის ქარხანაში ყველანაირი დარღვევა უარყო. თუმცა, პროკურატურა სხვა აზრზე არის. საწარმოებში არალეგალური შრომის გამოყენებასთან ერთად შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესებიც ირღვევა. ეს კი გარკვეული პირებისთვის პატიმრობით დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები