LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში სამჯერ გაიზარდა

5914
italy-coronavirus-4

იტალიაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი აცხადებს, რომ ვირუსისგან გასულ დღე-ღამეში 527 პაციენტი განიკურნა, სულ კი ვირუსი 1966 -მა პაციენტმა დაძლია.

გამოჯანმრთელებულთა დადებითი დინამიკის ფონზე საგანგაშოა გარდაცვლილთა რიცხვი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 175 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, წინა დღესთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც შემცირებულია.

როგორ ამხნევებენ ერთმანეთს იტალიაში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები