LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99%-ს სხვა დაავადებაც ჰქონდა

411
Capture

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადებაც ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg.com ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გარდაცვლილთა მხოლოდ 0,8%-ს არ ჰქონდა სხვა რაიმე დაავადება. 25.1%-ს – ერთი, 25.6%-ს – ორი, 48.5%-ს კი სამი ან მეტი დაავადება სჭირდა.

 

 

 

კორონავირუსით ინფიცირებულ 18%-ის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს – დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, “კოვიდ 19” -ით 50 წლამდე ასაკის 17 ადამიანი დაიღუპა, 40 წლამდე დაღუპული ყველა პირი მამაკაცი იყო – სხვადასხვა სერიოზული დაავადებებით.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილი უკავია, აქ სიკვდილიანობა 8%-ია, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი მონაცემია. იტალიაში “კოვიდ 19”-ით 31 506 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 2 503 გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g