იტალიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.
6,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.
როგორც თვითმხილველები ადგილობრივ მედიასთან ყვებიან, ეს იყო “აპოკალიფსი. მათი შეფასებით, “ქალაქი პერუჯა აღარ არსებობს.”
დაზარალებულ ქალაქებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
მიწისძვრის ეპიცენტრი იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან მდებარეობდა.