LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში, თუ დასაქმებული სამსახურში კოვიდ-პასპორტს ვერ წარადგენს, 600-დან 1 500 ევრომდე ჯარიმა დაეკისრება

3695
4016

იტალია პირველი ქვეყანა გახდება ევროპაში, სადაც კოვიდ-პასპორტის წარდენის ვალდებულება ყველა პროფესიის ადამიანზე გავრცელდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი წესი 15 ოქტომბრიდან შევა ძალაში და დასაქმებულს სამსახურში გამოცხადებისას მოსთხოვენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელების ცნობას, ან კოვიდ-ტესტის უარყოფით პასუხს. სამსახურში კოვიდ-პასპორტის გარეშე მისვლის შემთხვევაში, დასაქმებული 600-დან 1 500 ევრომდე ჯარიმას გადაიხდის.

იტალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მკაცრი ნაბიჯი ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ არის მიმართული.

შეგახსენებთ, 1-ლი სექტემბრიდან კოვიდ-სერთიფიკატის წარდგენა იტალიაში უკვე სავალდებულოა შიდა ავიარეისების, მატარებლების, ავტობუსებისა და ბორანის თანამშრომლებისთვის, ასევე სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის.

ansa.it

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g