იტალიის სანაპირო დაცვამ 130 თავშესაფრის მაძიებლის გადარჩენა შეძლო. ისინი იტალიის კუნძულ ლამპედსაზე გადაიყვანეს.
მიმდინარე წელს იტალიის სანაპიროს 50 ათასი თავშესაფრის მაძიებელი სთხოვს დახმარებას, გასული წლის მაჩვენებელს ეს 10%-ით აღემატება.
ხმელთაშუა ზღვა ევროპაში ჩასვლის ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტი მას შემდეგ გახდა, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიგრანტებს საზღვრები ჩაუკეტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ევროპაში ჩასვლის მცდელობისას, 320 თავშესაფრის მაძიებელი დაიღუპა.