LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ითანთან რომანის დროს, არიანა გრანდე მის ცოლ-შვილთან დიდ დროს ატარებდა – არტისტი სკანდალში ეხვევა

219
page

მედიის ცნობით, არიანა გრანდე მომღერალსა და მსახიობს, ითან სლეიტერს ხვდება, რომელიც მან ბროდვეის სპექტაკლში მონაწილეობის დროს გაიცნო. აღსანიშნავია, რომ ითანი 5 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო ლილი ჯეიზე, მათ ვაჟი გასულ წელს შეეძინათ. ახლა კი ირკვევა, რომ სლეიტერი მას გრანდეს გამო შორდება. მსახიობმა სასამართლოს უკვე მიმართა.

გაიცანით არიანა გრანდეს ახალი შეყვარებული, რომელმაც ცოლი მის გამო მიატოვა

მოულოდნელი რომანის შესახებ ახლახან ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერების ცნობით, იმ პერიოდში, როცა არიანასა და ითანის რომანი მიმდინარეობდა, არტისტი მის ცოლთან, ლილი ჯეისთან და მათ შვილთან დიდ დროს ატარებდა.

„როცა ითანის შვილი ნახა, არიანამ თქვა, რომ მასაც სურდა შვილი“, – აცხადებს ინსაიდერი.

ორწლიანი თანაცხოვრებისა და „გიჟური სიყვარულის“ შემდეგ, არიანა გრანდე მეუღლეს დაშორდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები