LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორწლიანი თანაცხოვრებისა და „გიჟური სიყვარულის“ შემდეგ, არიანა გრანდე მეუღლეს დაშორდა

339
არიანა-გრანდე

არიანა გრანდე ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეს, დალტონ გომესს დაშორდა. 30 წლის მომღერლის და მისი რჩეულის დაშორების მიზეზად, დისტანცია და გადატვირთული სამუშაო გრაფიკი სახელდება.

როგორც დასავლური მედია წერს, წყვილის იდილია პანდემიის დასრულების შედეგ დაირღვა, როცა ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა. ინსაიდერები წყაროს უყვებიან, რომ მეუღლეებს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი.

ურთიერთობისთვის ჩიხი აღმოჩნდა 30 წლის არიანას ახალი პროექტი, ფილმი Wicked, რომლის გადაღებებზეც მომღერალი დიდი დროით ლონდონში გაემგზავრა. წყვილმა ურთიერთობა 2020 წელს დაიწყო და 11 თვის თავზე რომანი ქორწილით დაგვირგვინდა.

ფოტო: არიანა გრანდემ Allure Magazine-ის გარეკანი დაამშვენა – ვარსკვლავი 107,415 დოლარის ღირებულების სამოსითა და სამკაულებით პოზირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები