ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი ნიაკო დარჩიძეს ბებია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ნანა შაინიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც ოჯახს მძიმე წუთებში გვერდში დაუდგა.
„გაფრინდა ჩემი ჩიტი“ – ოზურგეთში მცირეწლოვან გოგონას კარადა დაეცა და დაიღუპა
„იტყვიან, ასეთ დროს ვერაფერს ამბობენო…
თუმცა, ასეთ დროს დუმილიც დიდი სიტყვაა, თუ რაღა თქმა უნდა ვერაფერს ამბობ…
სიჩუმეს მე თქმას ვამჯობინებ და ეს იქნება უდიდესი მადლობა, იმ ამოუწურავი სამძიმრებისა და თანადგომისა, რაც ამ ოთხი დღის განმავლობაში მივიღე…
ეს იქნება: ესემესშეტყობინებით, ზარებითა თუ კომენტარებით…![]()
აქვე მადლობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, ჩემს კულტურის სამინისტროს,
მწერალთა სახლს, ხულოს მერიას და საკრებულოს, ჩემს დიდ სამეგობროს, საბიძაშვილოს, სადეიდაშვილოს, და ყველას ვინც გაიზიარა ჩემი (ჩვენი) მოულოდნელი და ესოდენ დიდი ტკივილი…
… და განსაკუთრებული მადლობა ერთიანობისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის – ჩემს დედმამიშვილებს, ძმისშვილებს და დისშვილებს, მათ მეუღლეებსა და შვილებს…
თქვენ ხართ სამაგალითო ოჯახი და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრობა მერგო ბედად![]()
არაფერი იკარგება მზისქვეშეთში, ღმერთმა დაგლოცოთ ყველა ერთად და ცალ-ცალკე!![]()
![]()
******************************************
ოთხი დღე გედექი საპატიო ყარაულში ჩემო ნიაკო, ჩემო პატარა ანგელოზო…
ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მოდიოდა ზღვა ხალხი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ანგელოზის სანახავად, უკანასკნელ გზაზე რომ გაეცილებინე…
და მე ვნახე- როგორ ემშვიდობებოდა ორი ანგელოზი, (ნიას და- ძმა, ემილი და დათუნა) ერთ ანგელოზს,
უცოდველ ცრემლებს პაწია ნიკაპებზე უსკვნიდნენ გზას და ვერახსნილ და ვერგაგებულ ტკივილს სტიროდნენ…
როგორი მტკივნეული და ამავდროულად როგორი ამაღელვებელი იყო სამი ანგელოზის ერთად ხილვა…![]()
**********************************************
ნათელო სხივო ამქვეყნიურო,
მერცხალო, მტრედო, ჩვენო ბეღურავ,
დარდად ქცეულო- ყოველდღიურო,
ბედმა რა ცუდად, ცუდად- გვეხუმრა!
თვალებში გედგა დილა ჯერ კიდევ,
მზესავით თბილი გქონდა სიცილი,
მაგრამ ცამ ადრე მოგხურა რიდე,
ჩვენს და შენს შორის ჩადგა სიკვდილი…
ვეღარ გადაშლი პატარა ხელებს,
ჩასახუტებლად ვეღარ მოირბენ,
წვიმა დანამას სამარეს, ველებს,
და შენ გვირილის გვირგვინს მოირგებ.
თვალებხატულავ, ჩემო ხმათაფლავ,
ბავშვურ ჭიკჭიკს ვეღარ გავიგებთ.
გეჩურჩულებით შვილო ხმადაბლა,
ბოდიში- სიკვდილს ვერ აგარიდეთ!
ცის ვარსკვლავი ხარ ახლა, ნიაკო,
ანგელოზებთან ბინა დაიდე,
მიუალერსე საფლავს ნიავო,
ქარიშხალი და სეტყვა არიდე.
ჩვენ კი მიწაზე ვილოცებთ შენთვის,
და სიყვარულით გვემახსოვრები,
ცრემლები ჩვენი ლამის ზღავს ერთვის,
შენ კი გაგვიხდი ზეცის მცხოვრები.
დედა და მამა რით ვანუგეშოთ,
სულ ყურადღებით იყვნენ, არადა…
რას ვიფიქრებდით, რას ვიფიქრებდით-
სახლში თუ გვედო – ,,მკვლელი კარადა!”
თუმცა, ეს შენი ყოფილა ბედი,
საბედისწერო იყავი ჩემო…
უკანასკნელად გაკოცე, ბები,
გარდაცვლილსაც კი- გჩემობ და გჩემობ!

მშვიდობით, ჩვენო პატარა…სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩები… ![]()
გულგაგლეჯილი- შენი ნანა ბებია…“ – წერს ნანა შაინიძე სოციალურ ქსელში.
