LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუკნევიჩიანე: “ქართული ოცნებისთვის” უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა

132
Untitled design (5)

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება.

ღარიბაშვილის წერილი ფონ დერ ლაიენს: გთხოვთ, გაემიჯნოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას

როგორც იუკნევიჩიანემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, “ქართული ოცნებისთვის” უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა:

“მე პირადად შოკირებული ვიყავი, როცა ვნახე ეს წერილი. როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. როგორც ვხედავთ, გასული ევროსაბჭოს შეხვედრის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ვერ ისწავლა გაკვეთილები – ოლიგარქიული მმართველობა არის ის ფაქტორი, რომელიც საქართველოს აფერხებს ევროკავშირის სტატუსის მიღებისგან, მათ არ ესმით რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის….

ის, რომ მოითხოვეს რეზოლუციის შეცვლა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, ეს წარმოუდგენელია, ეს შეუძლებელია. ეს რეზოლუცია მიღებულია და ჩვენ დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება ვართ და ამ რეზოლუციაში ჩვენი ნებაა გამოხატული.

მესმის, ოპოზიციისთვის რთულია მხარი დაუჭირონ მთავრობას, მაგრამ მაინც უნდა ეცადონ, რომ თავის მხრიდან გადადგან ნაბიჯი”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა “მთავარი არხის” თარგმანის თანახმად.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიას მოუწოდა, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და ასევე, გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამის შესახებ პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა, რათა ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს. რაც შეეხება კომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, პრემიერი ამბობს, რომ ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g