ალექსეი ნავალნის მეუღლის, იულია ნავალნაიას განცხადებით, მისი ქმრისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებზე ჩატარებულმა უცხოურმა ლაბორატორიულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ის მოწამლეს.
ვიდეო: „მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს – გაიზიარეთ არა მხოლოდ ტკივილი, გთხოვთ, ჩემთან ერთად გაიზიარეთ ბრაზი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა“ – იულია ნავალნაია
გავრცელებულ ვიდეოში ნავალნაია დეტალურად ჰყვება ქმრის განვლილ გზაზე და ამბობს, რომ პუტინმა ყველაზე ძვირფასი, მეუღლე და შვილების მამა მოუკლა, ამიტომ ძალისხმევას არ დაიშურებს დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ თავად განაგრძოს ბრძოლა.
ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლემ „ტელეგრამზე“ დაწერა.
„ორი სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიები ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ: ალექსეი მოკლეს. უფრო კონკრეტულად, ის მოწამლეს“, – აღნიშნა ნავალნაიამ.
მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა შხამი აღმოაჩინეს ლაბორატორიებმა.
ნავალნაიამ ლაბორატორიებს მოუწოდა, გამოაქვეყნონ თავიანთი დასკვნები.
გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლის თქმით, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია.
„ვამტკიცებ, რომ ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ჩემი ქმრის, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე. შეწყვიტეთ პუტინის დაშოშმინება უფრო მაღალი მოსაზრებების გამო. მისი დამშვიდება შეუძლებელია. სანამ ჩუმად ხარ, ის არ ჩერდება“, – აღნიშნა იულია ნავალნაიამ.
შეგახსენებთ, 47 წლის ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს, რუსეთის ციხეში გარდაიცვალა.
კრემლი მის სიკვდილთან კავშირს უარყოფს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. გერმანიაში მას მოწამვლით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. ოპოზიციონერს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ექსტრემიზმის ბრალდებით.