LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუმორისტული სიმღერაა, მაგრამ ამავდროულად ჩვენს ქალაქურ ადათ-წესებსაც გამოხატავს“ – გიორგი წერეთელი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

22
გიორგი-წერეთელი

25 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი გიორგი წერეთელი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ავლაბარი“ პრემიერა შედგა. რადიოს მსმენელმა არაერთი სიმღერის ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.

გიორგი, რა ხდება შენს შემოქმედებაში?

ძალიან ბევრი კონცერტი ჩატარდა, ნელ-ნელა ტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც პანდემიის პერიოდში გაუქმდა. უკრაინასთან დაკავშირებული რთული პერიოდის მიუხედავად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ასეა თუ ისე მაინც უნდა ვიმღეროთ და ხალხს მაქსიმალურად პოზიტივისკენ, სიყვარულისკენ და სიმშვიდისკენ უნდა მოვუწოდოთ.

ჯაზიდან ქალაქური სიმღერებისკენ გადაინაცვლე. რა იყო ამის მიზეზი?

ხალხის სიყვარული, მეტი არაფერი. მესმის, რომ ჯაზი ძალიან კარგია მუსიკოსისთვის სამღერლად და რომ ეს არის ის, რაც ყურს სიამოვნებას, მაგრამ არსებობს ის მელოდიებიც, რომლებზეც გავიზარდეთ, რომლებზეც ქორწილები ტარდება და რომლებზეც გვექეიფება. საქართველოს სადღეგრძელოს რომ იტყვი, იქ „Fly me to the moon“-ს ვერ დაიწყებ. რა თქმა უნდა, ძველიც ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს, მაგრამ გადავწყვიტე, რაღაც ახალი შემექმნა. როდესაც მეკითხებიან, როგორ ვწერ სიმღერებს, ტექსტებს, მუსიკას, სულ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი უკვე დაწერილია და უბრალოდ ღმერთი ჩვენ გვირიგებს, გვაძლევს მუზას და მერე ჩვენ გადმოგვაქვს.

როგორ შეიქმნა სიმღერა „ავლაბარი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

ამ სიმღერას რაიმე გასაოცარი ისტორია არ აქვს. ბოლო პერიოდში, „TikTok“- ზე და სხვა ყველა ქსელში გამოჩნდა ძველი სომხური სიმღერის მოტივები, რაც მთელმა ქალაქმა აიტაცა. ეს არის ძველი ქალაქური მელოდია, რომელზეც სომხებიც მღეროდნენ და ქართველებიც. შაირის ვარიანტში მელოდიაა, რამაც საშუალება მომცა, ასეთი ლამაზი სახუმარო ტექსტი დამეწერა. სიმღერა ძირითადად ქართულია, მაგრამ სომხური ნაწილიც გავაკეთე. ვინც მოისმინა, ყველას ძალიან მოეწონა. იუმორისტული სიმღერაა, მაგრამ ამავდროულად ჩვენს ქალაქურ ადათ-წესებსაც გამოხატავს. ჩაიწერა არტიომ სარქისიანის სტუდიაში, არტიომმა ძალიან კარგი და ლამაზი არანჟირება გააკეთა.

 

გიორგი წერეთელი – ავლაბარი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი წერეთელი – დამირეკავ ვითიშები. Live

 

გიორგი წერეთელი & ლაშა რამიშვილი – მენატრება თბილისი. Live

 

გიორგი წერეთელი. გადაცემა “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

 

გიორგი წერეთელი – მეეზოვეს სიმღერა. Live

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები