LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს

80
unnamed

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, დღეს, დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს. კომიტეტმა გასულ კვირაში მოსამართლეობის 4 კანდიდატს უკვე მოუსმინა და დღევანდელ კენჭისყრაზე კომიტეტის წევრები თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.

კენჭისყრის შემდეგ საკითხი უახლოეს მომავალში პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და გაირკვევა, მიიღებენ თუ არა კანდიდატები დეპუტატებისგან საკმარის მხარდაჭერას და გამწესდებიან თუ არა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 25 ნოემბერს ორი დღის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხ კანდიდატს – გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრნენ.

magti 5g