პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს, დავით მათიკაშვილს დაეკისრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტმა სიითი შემადგნებლობის უმრავლესობით 11 ხმით მიიღო.
შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით მათიკაშვილი, კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძძღვანელებს.
ცნობისთვის: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთა ერთად, მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც გადადგა. შესაბამისად, დღის წესრიგში ერთ-ერთი მოადგილისთვის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი დადგა.