LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის შენიშვნებს “მოსმენების კანონპროექტზე”მხარი არ დაუჭირა

116

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “მოსმენების კანონპროექტზე” პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს მხარდაჭერა მხოლოდ ორმა დეპუტატმა გამოუცხადა.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებაში დაგვარწმუნებდა. ყველაფერი მიდის ნდობა-არ ნდობის საკითხთან. გაუგებარია და ვერ ვხედავ ლოგიკას, თუ რატომ არ შეიძლება იყოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე რგოლში“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმდჯომარე ეკა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ანა დოლიძემ გააცნო.

magti 5g