„იურული პერიოდის სამყაროს“ შემქმნელმა, კოლინ ტრევოროუმ „ტვიტერზე“ ფილმის მცირე ნაწყვეტი გამოაქვეყნა, სადაც კრის პრეტის ამოცნობაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ პრეტის გარდა ფილმში ბრაის დალას ჰოვარდი, ტობი ჯონსი, ჯეიმს კრომველი და სხვა მსახიობები მონაწილეობენ.
პირველი სერია ეთერში 2015 წელს გამოვიდა და მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანიც გახდა. რაც შეეხება ახალ ეპიზოდს, მისი პრემიერა 2018 წლის ზაფხულში არის დაგეგმილი.
From our Jurassic family to yours. @FilmBayona @PrattPrattPratt @BryceDHoward @LeDoctor #FALLENKINGDOM pic.twitter.com/KiR3et9Vx1
— Colin Trevorrow (@colintrevorrow) November 22, 2017