LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყველანაირი პროცედურის და გამჭვირვალობის გარეშე – სერგი კაპანაძე

kapanadze

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დასახელება ნამდვილად შემაშფოთებელი ამბავია, ვინაიდან ეს არის კლანი, რომელიც ძველ დროში სასამართლოში პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ ვნახეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იუსტიციის საბჭომ, ყველანაირი პროცედურის და გამჭვირვალობის გარეშე, ისე, რომ არც მე და არც თქვენ არ ვიცით, რით ხელმძღვანელობდნენ. ეს ნამდვილად შემაშფოთებელი ამბავია, მაგრამ ამაზე უფრო ბევრად შემაშფოთებელი არის შინაარსი – ანუ ის ადამიანები, რომლებიც არიან წარდგენილები. ეს არის პირდაპირ ბატონ ჩინჩალაძის კლანი – ის ხალხი, რომელიც ძველ დროში მართლაც ასრულებდა პოლიტიკურ დავალებებს სასამართლოში, ოღონდ ის, რასაც ისინი წარმატებით აკეთებდნენ, ახლა გადაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ და მათ ასრულებინებს პოლიტიკურ დავალებებს. ამიტომ აქ მხოლოდ პროცედურებზე არაა საუბარი, შინაარსია პრობლემატური, რომ ამ ადამიანებს შეიძლება ხელში ჩაუვარდეთ სასამართლო სისტემა მათი ცხოვრების ბოლომდე. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ პოლიტიკურ კონტროლზე, არამედ კორუფციაზეც, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ამ ადამიანებს. რაც შეეხება პროცედურებს, მე სრულიად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ პროცედურები უნდა იყოს არა დაჩქარებული, მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაქსიმალური დისკუსია უნდა იყოს ამ თემაზე და მე მაქვს იმედი, რომ ეს მაქსიმალურად გამჭირვალე დისკუსია იქნება არა მხოლოდ სამუშაო ჯგუფის ან იურიდიული კომიტეტის ფარგლებში, არამედ პლენარულ სხდომაზეც, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ მოსამართლეებზეა საუბარი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g