LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის საბჭოს, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, ინსტრუმენტი უნდა წაერთვას

88
35634109_1946626522048257_8779227828097908736_o-1529397130-1024x673

პოლიტსაბჭოს განცხადება აბსოლუტურად აცდენილია იმ საერთო სახალხო დაკვეთას და რეალობას, რომელიც პარლამენტს გარეთაა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“  განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გახდა უვადოდ დანიშვნის გადავადების საკითხი დღეს სადაო, მით უმეტეს, ისეთი არასწორი და არაგულწრფელი არგუმენტით, როგორიც არის მისი არაკონსტიტუციურობა.

„ეს არაკონსტიტუციური კი არ არის, უბრალოდ, საკუთარ თავში ვერ ვეძებთ ძალას და გამბედაობას, რომ ამ არასწორ პროცესს შევეწინააღმდეგოთ და ეს პროცესი ძალიან არასწორად მიდის. საკონსტიტუციო ჯგუფში განხილვა რომ იყო, ჩვენ ამაზე შევთანხმდით, რომ გარდამავალი დებულებით ვუშვებდით იმის ალბათობასა და შესაძლებლობას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი ორგანული კანონით 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეგვეჩერებინა“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს, რომელიც დანიშვნის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, ინსტრუმენტი უნდა წაერთვას და ამ პროცესს საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g