LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სახლი: ელექტრონული QR კოდის გააქტიურების შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის

180
მწვანე პასპორტი

იუსტიციის სახლი განმარტავს, რომ ელექტრონული QR კოდის გააქტიურების შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათისაღება საჭირო აღარ არის.

„გაააქტიურე ციფრული კოვიდპასპორტი. ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარაა.

გადმოწერე აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდსერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.

აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდბარათის ქონა საჭირო აღარ არის.

აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიაქტიურებთQR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას: ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს; უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს; თქვენი ინფიცირების სტატუსს“, – ნათქცამია ინფორმაციაში.

აპლიკაციის გადმოსაწერად გამოიყენეთ ლინკები: iPhone – apps.apple.com და Android – play.google.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g