ტურინის „იუვენტუსმა“ კრიშტიანო რონალდოს მაისურებზე 6.5 მილიონი ევრო იშოვა.
ეს ფული პორტუგალიელის 4 თვის ხელფასს ეყოფა.
ახალწვეულის 55 ათასი მაისურის მთელი ტირაჟი მალევე გაიყიდა.
Calcio Mercato წერს, რომ პირველი პარტია 26 დღეში გასაღდა – 10 ივლისიდან 5 აგვისტომდე. მომდევნო მომარაგებას მხოლოდ სექტემბრის ბოლოს ელოდებიან.
თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, „იუვე“ სეზონის ბოლომდე 55-დან 65 მილიონამდე ევროს გააკეთებს.
მართალია, ეს თანხა მთელ დანახარჯს ვერ აანაზღაურებს, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მაისურებია.
კრიშტიანო „იუვენტუსში“ 112 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
პორტუგალიელი წლიურად 30 მილიონ ევროს მიიღებს.