სასაჩუქრე ნაკრებების ფართო არჩევანი, ულამაზესი შეფუთვები, ექსკლუზიური ლიმიტირებული კოლექცია, არომატების მრავალფეროვნება ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის და სადღესასწაულო ფასდაკლებები 60%-მდე! – “ივ როშე” საუკეთესო ადგილია საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების ასარჩევად.
“ივ როშე” ყოველწლიურად, საახალწლოდ მომხმარებლებს სპეციალურად შექმნილი ლიმიტირებული სასაჩუქრე ნაკრებებით და განსხვავებული არომატებით ანებივრებს.
ვინც არ იცის, „ივ როშეს“ ლოიალობის ბარათის შესახებ, გეტყვით, რომ მას ნებისმიერ მაღაზიაში, ნებისმიერ შენაძენზე მარტივად გაგიხსნიან, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოა, მას ფასდაკლების კუპონს და საჩუქარსაც მოაყოლებენ. ბარათის მფლობელებს უამრავი სიურპრიზი და შეთავაზება გელოდებათ. მასზე მარტივად აგროვებთ ქულებს, რომელიც შემდეგ სასურველ პროდუქტში შეგიძლიათ გადაცვალოთ. დაბადების დღეზე აუცილებლად მიიღებთ ფასდაკლებას სრულ ასორტიმენტზე და კიდევ დასაჩუქრდებით. ბარათის მფლობელებისთვის ყოველთვიურად სპეციალური შეთავაზებებია, რომელიც არა მხოლოდ ფასდაკლებას, არამედ საჩუქრებსაც მოიაზრებს. წარმოიდგინეთ, მოდიხართ, ყიდულობთ თქვენს საყვარელ პროდუქტს ფასდაკლებით და დამატებით საჩუქარსაც მიიღებთ.
ეს ბარათი, თქვენი საშვია „ივ როშეს“ მცენარეულ სილამაზის სამყაროში.
ბარათზე ქულების დაგროვება სამ ეტაპიანია. პირველი ეტაპი 20 ქულაა და საჩუქრად 12 ლარის ღირებულების ერთი პროდუქტია. მეორე ეტაპი 40 ქულაა და საჩუქრად 25 ლარის ღირებულების ერთი პროდუქტია, მესამე და საბოლოო ეტაპი კი 60 ქულა და საჩუქრად 50 ლარის ღირებულების ერთი პროდუქტია. საჩუქრის გატანის შემდეგ ქულები ნულდება და ახლიდან იწყებთ დაგროვებას.
—-
ფრანგული ბრენდი “ივ როშე” საქართველოს ბაზარზე უკვე 24 წელია არსებობს. პირველი მაღაზია თავისუფლების მოედანზე ძველი „უნივერმაღის“ შენობაში გაიხსნა 1998 წელს გაიხსნა. ბრენდი დღეს უკვე 16 მაღაზიას ფლობს საქართველოს მასშტაბით: 11 მაღაზია თბილისში, 3 მაღაზია ბათუმში, 1 მაღაზია რუსთავში და ახლად გახსნილი მაღაზია ზუგდიდში.
ბრენდის ისტორია 1959 წელს საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონის შუაგულში, ლა გასიში დაიწყო. ბრენდის დამფუძნებელი ბატონი ივ როშე ბავშვობიდან მცენარეული სამყაროთი იყო გატაცებული. მან აღმოაჩინა კავშირი მცენარეებსა და ქალის სილამაზეს შორის და თავისივე სახლის სხვენზე შექმნა პირველი მცენარეული კოსმეტიკა. ახლებურად შეხედა სილამაზეს, რომლის სათავეშიც ქალისადმი და ბუნებისადმი სიყვარული და პატივისცემა დევს.
ბრენდის ეკო-კონცეფცია მთელ მსოფლიოში ცნობილია. ბიომრავალფეროვნების დაცვა ბრენდის განუყოფელი ნაწილია უკვე 60 წელზე მეტია. ბრენდი აკონტროლებს თავისი მოღვაწეობის ყველა სფეროს, რის შედეგადაც პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე მცირდება გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება.
ალბათ გაინტერესებთ როგორ ინარჩუნებს ბრენდი ასეთ მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს? საიდუმლო შემდეგშია – ბატონმა ივ როშემ შექმნა ინოვაციური, ეკონომიკური მოდელი, რომელიც პროდუქციის სრულ სასიცოცხლო ციკლს მოიცავს, ფორმულის შექმნიდან პროდუქციის გავრცელებამდე. საკუთარი მინდვრები, სადაც მოჰყავთ მცენარეები აგრო ეკოლოგიის გზით, ქარხნები, 150 ექსპერტი მეცნიერების ყველა დ
არგში. ეს უნიკალური მოდელი იძლევა ხარისხისა და ფასის ასეთ ჰარმონიულ შერწყმას.
პროდუქციის ფორმულები ვეგანური, 95%-დან 99%-მდე ნატურალური შემადგენლობის და ულტრასენსორულია, რაც უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტია. არ შეიცავს მინარალურ ზეთებს, პარაბენებს, სილიკონებს.
შეფუთვების 100% შემუშავებულია ეკო-კონცეფციის მიხედვით და გახლავთ გადამუშავებული და გადამუშავებადი მასალისგან. შუშის ქილები მრავალჯერადი გადამუშავების გახლავთ, ამით 30%-ით შემცირდა მავნე აირების გამოყოფა, რომელიც სათბურის ეფექტს იძლევა.
ბრენდის შესაფუთი მუყაო და ქაღალდი მზადდება დაქვემდებარებული განახლებადი ტყეებიდან.
ივ როშე პირველი კოსმეტიკური კომპანია რომელმაც ჯერ კიდევ 1989 წელს უარი თქვა ცხოველებზე ტესტირებაზე.
1992 წელს ბუნების დაცვის საზოგადოების ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
2010 წლიდან ივ როშეს ინდუსტრიულმა ცენტრებმა თითოეულ პროდუქტზე 10%-ით შეამცირეს CO2-ის გამოყოფა. ბრენდი ასევე ზრუნავს წყლის რესურსებზე და ამცირებს წყლის გამოყენებას.
(R)