LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე – არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს კონკრეტული პროტოკოლი მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით, ან იყოს სახელმწიფო დაფინანსება სრულად დაფარული

269
ivane-chkhaidze-2022-01-08_16-25-00_109567

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.

„არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდეს კონკრეტული პროტოკოლი ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, ან იყოს სახელმწიფო დაფინანსება სრულად დაფარული. რა შეიძლება შესთავაზოს სახელმწიფომ ამ ბავშვებს – რაზედაც იყო საუბარი, თან არსებული პრობლემების, გართულებების თუ სხვადასხვა სერვისების უფასო შეთავაზება, ძალიან მნიშვნელოვანია. პროტოკოლზე მუშაობს მულტიდისციპლინური ჯგუფი და იმედი გვაქვს, რომ მოკლე ხანში ეს პროტოკოლიც მზად იქნება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.”

„ეს არ არის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ინტელექტუალურ განვითარებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე”, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g