LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი ცდილობს გაემიჯნოს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას დღეს არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისების გამო ეკისრება: თარხნიშვილი

95
თარხნიშვილი

ევროპული საქართელოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. თარხნიშვილის თქმით, ივანიშვილი ცდილობს გაემიჯნოს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას  მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის გამო ეკისრება.

მისი აზრით,“ ქართულ ოცნებაში“ ერთიანობის შენარჩუნება გაუჭირდებათ, ხოლო  პირველობაზე კალაძეს, გახარიასა და კობახიძეს შორის დიდი ბრძოლა გაიმართება.

“აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი – პირველი ის, თუ რატომ გადადგა ბიძინა ივანიშვილი. ჩემი ღრმა რწმენით, ის ცდილობს გაემიჯნოს  იმ პასუხისმგებლობას, რაც მას დღეს არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისების გამო ეკისრება, ხოლო მეორე ის, თუ როგორ განაგრძობს ცხოვრებას“ ქართული ოცნება.“ ჩემი ღრმა რწმენით, მათ საკმაოდ გაუჭირდებათ ერთიანობისა და ერთსულოვნების შენარჩუნება.

„ამ ადამიანებს არასოდეს არაფერი იდეოლოგიური არ აერთიანებდათ, ერთადერთი რაც აერთიანებდათ, ხელისუფლებაში ყოფნისა და ბიძინა ივანიშვილის ქვეშ ყოფნის სურვილი იყო. ახლა პირველობაზე დიდი ბრძოლა გაიმართება, იგივე კალაძე, იგივე კობახიძე, იგივე გახარია, თუმცა დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ვიდრე ამ ადამიანების ბედი.

„იმისთის, რომ ჩვენ განვითარების რელსებზე დავბრუნდეთ, სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს, რადგან სწორედ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი არსებული კრიზისიდან, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეგვიყვანა.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g