თუ „რუსთავი 2“-ის პროცესი არჩევნებამდე დვალისა და ხალვაშის სასარგებლოდ დასრულდება, ბიძინა ივანიშვილი ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს ფინანსური კუთხით გარანტად დაუდგება, რომ გვარამიასა და ტელევიზიის მენეჯმენტს არ შეეხონ.
”ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, იქნებ ისე მოხდეს, რომ სასამართლო არ მოესწროს და ამის ალბათობა, დიდია, როგორ ვიცი. ჯერ სააპელაციო სასამართლო არ დასრულებულა, მერე კიდევ უზენაესი სასამართლოა. თუ მოესწრება, თქვენი შფოთვიდან ვხედავ, რომ იქ ცუდად მიდის საქმე, თორემ ისე მე არ ვიცი, როგორ გადაწყდება ეს სასამართლოში, ვიტყოდი 50/50-ზეა საით გადაწყდება და როგორ. ჯერ ერთი, იქნებ დროში არ მოესწროს, ჩემი პოზიციაც ესაა და სურვილიც. მეორე – თუ მოესწრება, იქნებ თქვენი შფოთვა ცრუა და არ გადაწყდეს ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ და ტყუილად აგინოთ მოსამართლეებს. ვისარგებლებ დღევანდელი ეთერით, მე პირადად გარანტად დავუდგებოდი ხალვაში იქნებოდა, თუ დვალი, თუ ორივე ერთად და ვთხოვდი, ფინანსურად თუ რაიმე ზარალს ნახავენ, პირადად ავუნაზღაურებდი. თუ მოხდა, რომ სასამართლო უფრო ადრე და მათ სასარგებლოდ დასრულდა, არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს და საფასურად ჩემგან მოითხოვონ, რაც უნდათ. ოღონდ ეს სალაპარაკოდ არ დაგიტოვონ თქვენ”, – განაცხადა ივანიშვილმა.