LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი : ვერ ვიზიარებ შეფასებას, რომ მე ჟურნალისტების მიჭირხვნით ვარ დაკავებული

60

ბიძინა ივანიშვილს არ აქვს განცდა, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მედიის წარმომადგენლებს „ჭირხნის“, ამის შესახებ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერმა განაცხადა. ტელეკომპანია „იბერიის“ჟურნალისტმა ივანიშვილს განუცხადა, რომ საზოგადოებას დღევანდელი შეხვედრიდანაც აქვს მოლოდინი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მედიას კიდევ ერთხელ „მიჯირყვნის“.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს შეუსწორა, რომ მან ერთხელ იხმარა სიტყვა „მიჭირხვნა“.

„ვერ ვიზიარებ თქვენს შეფასებას, რომ მე ჟურნალისტების მიჭირხვნით ვარ დაკავებული. ვფიქრობ, ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა მქონდა, მაგალითად – პირველ არხზე, კვესიტაძესთან. როდესაც ოპოზირიურად განწყობილ ჟურალისტთან მიდიხარ, ბუნებრივია, გიწევს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „ჯიდიესზე“ მის მცდელობას, გადაცემის წამყვანი ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ „ძიების პროცესში იყო“ და საკუთარი თავი ჟურნალისტიკაშიც მოსინჯა. თუმცა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტელევიზიაში მუშაობას მალევე შეეშვა, რადგან მისმა ჟურნალისტობამ არ გაამართლა.

ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი კვლავ აპირებს, სექტემბრიდან ანალიტიკური გადაცემები შესთავაზოს მაყურებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g