LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის ადვოკატი: „ამას მუქარის წერილს ვერ დავარქმევ… არავითარი კრიმინალური „შოჩიკები“ არავისთვის არ არის ჩართული – ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის [გიორგი ბაჩიაშვილის] წარმომადგენელს, „ვოთსაპის“ მეშვეობით“

130
გიორგი ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, თეიმურაზ წიქვაძე

„ამას მუქარის წერილს ვერ დავარქმევ. ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება. ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა, მხარეებს შორის მორიგება მომხდარიყო. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცები გასაკვირი არაა. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება და პირიქით, კარგია. ეს არის ელემენტარული პირობა [პროცენტის გაზრდა]“, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა.

წიქვაძემ კომენტარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი ბაჩიაშვილისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გააკეთა.

„90-იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა…“ – ბაჩიაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც მისი თქმით ივანიშვილმა გაუგზავნა

როგორც ბაჩიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი „აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორების და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობაა“.

წიქვაძის განმარტებით, მორიგებით ზოგადად, ყველა მხარეა დაინტერესებული და ეს ნორმალურია. ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საკუთარი პირობა დაცვის მხარესაც ჰქონდა, რაც ივანიშვილის მხარისთვის მიუღებელი იყო.

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, ის დღეს მოწმის სახით გამოიკითხა:

„ამას მუქარის წერილს ვერ დავარქმევ. ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება. ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა, მხარეებს შორის მორიგება მომხდარიყო. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცები გასაკვირი არაა. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება და პირიქით, კარგია. ეს არის ელემენტარული პირობა [პროცენტის გაზრდა]. არაერთხელ მქონია კომუნიკაცია როგორც ბრალდებულთან, ისე მის ადვოკატთან მათი თხოვნით და იმ კომუნიკაციის დროს მათაც გაუჟღერებიათ თავისი პირობა. მათ ჰქონდათ თავისი პოზიცია გაჟღერებული, რომ გარკვეულ პირობებზე თანახმა იყვნენ. ეს ჩვენი მხარისთვის მიუღებელი იყო. შემდეგ ჩვენ ჩვენი პოზიცია შევთავაზეთ. მორიგებით ზოგადად, ყველა მხარეა დაინტერესებული და ეს ნორმალურია. ჩვენი პირობები, რაც მას წარვუდგინეთ, წინასასამართლო სხდომამდე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ არ იყო ჯერ გადაწყვეტილი, საქმე არსებით განხილვაში გადაეცემოდა სასამართლოს თუ არა. ამიტომ ლოგიკური, სწორი და ძალიან კარგი იყო ეს. ჩვენი განზრახვა და ჩემი სურვილი ვიღაცის დასჯა კი არ არის, უბრალოდ პოზიციებს ვიცავთ. მიგვაჩნია, რომ ჩემი მარწმუნებლის ბიტკოინები მითვისებულია და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. არავითარი კრიმინალური „შოჩიკები“ არავისთვის არ არის ჩართული. ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენელს, „ვოთსაპის“ მეშვეობით. შეთავაზება ერქვა ამას და გადაეგზავნა. არავის არაფერი გაჰკვირვებია“, – განაცხადა წიქვაძემ.

„ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას…“ – ივანიშვილის ადვოკატი, ბაჩიაშვილის მიერ წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი, საპარტნიორო ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, როდის დაიკითხება ბაჩიაშვილის საქმეზე მოწმის სახით ივანიშვილი.

„სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მისცემს განმარტებებს. როგორ და რა ფორმით, ამას თქვენ ნახავთ. ამას წინასწარ ვერ გეტყვით. მომდევნო სხდომა 29 იანვარს ჩატარდება და არ ვიცი, ვის დაუძახებენ მოწმის სახით, ჩემს მარწმუნებელს თუ სხვა მონაწილე პირებს. საპროცესო კანონმდებლობით, მოწმის სახით უნდა დაიკითხოს, რა ფორმატით მოხდება, ამას ნახავთ. დისტანციურად დაიკითხება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა წიქვაძემ.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ გაასაჯაროვა წერილი, რომლითაც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გარიგება შესთავაზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g