LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესახებ ფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს

310

ფონდი „ქართუ“ სოფელ​ წვერმაღალასთან ​არსებული პარკისა და დენდროლოგიური პარკის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ფონდის განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, აღნიშნულია:

„ბოლო პერიოდში მედიით გავრცელდა უამრავი არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ორი დენდროლოგიური პარკის მოწყობის შესახებ.

მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში,პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიასაშუალებებმა განგებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საჭიროდ მივიჩნევთ ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილისდენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში. გახსნისთანავე, ორივე პარკი ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g