საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას განიხილავენ ხმაურით მიმდინარეობს.
ხმაური “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ არიან “ივანიშვილის პირადი ტროიკის წევრები და ასე დარჩებიან ისტორიას.”
აღნიშნული განცხადების შემდეგ გიორგი კახიანმა და ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას სათქმელი არ დაასრულებინეს და მოუწოდეს, რომ დაესვა კითხვა.
“ხმის ტემბრის შეჯიბრი არ არის ეს, ამიტომ ჩამომაყალიბებინე აზრი,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ და მოუწოდა დეპუტატებს “ნუ დაელაპარაკებიან 2 ხმაში.”
“სამარცხვინოები ხართ, ძალიან გრცხვენიათ რომ ხართ ივანიშვილის ტროიკის 2 წევრი,”- მიმართა ბოკუჩავამ ოხანაშვილსა და კახიანს. კახიანმა მას უპასუხა, რომ შეკითხვის დასმის უფლება აქვს, თუმცა, კორექტულად, რაზეც ბოკუჩავამ უპასუხა, რომ თავად განსაზღვრავს მის ლექსიკას. “არანაირი შეურაცხყოფა არ არის, ეს არის პოლიტიკური შეფასება და შეეგუეთ იმას, რომ ხართ ივანიშვილის ტროიკის წევრები”,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა ამბობს, რომ პირველად ხდება, როცა პარლამენტი უხსნის დეპუტატს იმუნიტეტს, იმისთვის რომ დააკავონ, რაზეც კახიანმა უპასუხა, რომ “ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დეპუტატებს ჯერ იჭერდნენ და მერე აპრავებდნენ ამას”. ბოკუჩავამ უპასუხა, რომ “ხდებოდა იმ ადამიანებს ფაქტზე დაჭერა, გესმით ეს რა არის? იურსიტები ბრძანდებით და ამ ორ შემხთვევას შორის დიდი განსხვავებაა.”
