ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, იანოშ ჰერმანზე დაყრდნობით ამბობს, რომ 70%-იანი ალბათობით ვიზალიბერალიზაციას საქართველო ახლა მიიღებს, ხოლო თუ ამჯერად არ მოხერხდა, წლის ბოლოს აუცილებლად მოგვეხსნება სავიზო რეჟიმი ევროპასთან.
„მე ვფიქრობ, საქართველო დაუმსახურებლად მოექცა ბევრი იმ პრობლემის ცენტრში, რაც ევროპას ბოლო დროს გადახდა. თურქეთს და კოსოვოსაც უნდა ვიზალიბერალიზაცია. საქართველომ განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. აქაც უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ უახლოეს დროში, მივიღებთ სექტემბერში, მაგრამ მოლოდინი უნდა დაგვრჩეს და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, იქნებ როგორმე მოხერხდეს უახლოეს დროში ვიზალიბელარიზაციის მიღება. ევროკავშირის ელჩთან მქონდა შეხვედრა ერთი თვის წინ. თუ გნებავთ მის სიტყვებასაც გეტყვით, 70%-იანი ალბათობით შეგვიძლია ახლა მივიღოთ, მაგრამ 100%-ი ალბათობით მივიღებთ წლის ბოლოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.