LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილმა გააკეთა თავისი არჩევანი და უღალატა სახელმწიფო ინტერესებს“ – ნათია მეზვრიშვილი

128
2025-02-18_23-51-07_207541

ივანიშვილმა გააკეთა თავისი არჩევანი და უღალატა სახელმწიფო ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის დიდი ბრძოლა, რაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით.

„რაც უფრო მეტი დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ნათელი ხდება. ჩვენ ვუყურებთ ძალადობრივ და კორუმპირებულ რეჟიმს და სრულიად დასავლური სამყაროსგან იზოლირებულს, ეს ასე არ იყო 4 წლის წინ, ძალიან სამწუხაროა.

დღეს რომ აქ არის გახარია ეს არის ის პასუხისმგებლობა, რითაც მან გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, ხალხთან ერთად, ის დიდი ბრძოლა, რაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, სადაც ივანიშვილმა, რომელიც მშვიდობას ჰპირდებოდა, ყველანი ერთად მივალთ ამ გამარჯვებამდე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g