LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილმა რუსეთისგან ინსტრუქცია მიიღო პორტის აშენების შესაჩერებლად“

176
padi asli

ინსტრუქცია რუსეთისგან ან ივანიშვილის მხრიდან ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდების მცდელობა – მამუკა ხაზარაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი აფასებს.

ფასი ასლი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელს შეუშლის მამუკა ხაზარაძეს, გაუჩენს მას ხელოვნურ დაბრკოლებებს, რათა ვერ შეასრულოს ვალდებულებები, რის გამოც, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მას ჩამოერთმევა. როგორც ფადი ასლი ამბობს, ამის შემდეგ ივანიშვილი ეცდება პროექტის წართმევას.

ის მხარდაჭერას უცხადებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს და მზად არის, იბრძოლოს, როგორც თავად ამბობს,  დანაშაულებრივი გეგმის წინააღმდეგ.

ამ დროისთვის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას მართავს, რომელსაც ბიზნეს ორგანიზაციები და დიპლომატები ესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემა სწორედ TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები