გიორგი გახარიას პრემიერობიდან წასვლაზე ბოლო დღეებია აქტიურად საუბრობენ. თავად გახარიამ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა და ჟურნალისტებს ურჩია, ბოლო სერიას დაელოდონ. მანამდე სახელდებოდნენ კანდიდატებად მაია ცქიტიშვილი და მიხეილ ჩხენკელი, თუმცა გაჩნდა კიდევ ერთი ვერსია – პრემიერ-მინისტრად შეიძლება, ივანიშვილი დაბრუნდეს.
რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” ოპოზიციონერი კოტე კემულარია, რომელიც “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერია ( ირაკლი ოქრუაშვილის პარტია) ამბობს, რომ ივანიშვილს მისი გარემოცვა ეუბნება, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.
მაინცდამაინც "დაგასპოილეროთ"? დაელოდეთ ფინალურ სერიას - გიორგი გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე (ვიდეო)
გავცრელდა ინფორმაცია, რომ გახარია პრემიერ მინისტრობის პოსტს ტოვებს.
“რაც გიორგი გახარია პრემიერად დაინიშნა, ფაქტობრივად, არსად გამოჩენილა, მის მოღვაწეობას არაფერი უკავშირდება, არანაირი ინიციატივა არ გამოუჩენია. ის “გავრილოვის ღამის” “გასაპრავებლად” დანიშნეს. მოგეხსენებათ, “ქართული ოცნება” დასუსტებულია, ამიტომ შიგნიდან უკვე გამოდის ინფორმაციები, რომ ცქიტიშვილის და ჩხენკელი დანიშვნას აზრი არ აქვს. ერთადერთი სვლა, რასაც ახლობლები ეუბნებიან, ეს არის, რომ თავად მოვიდეს პრემიერ – მინისტრად”, – ამბობს კემულარია.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ თუ ივანიშვილს ანალიზის უნარი აქვს, ასე უნდა მოიქცეს. ის არ გამორიცხავს, რომ პრემიერად მოსვლას და ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებას, ივანიშვილს უცხოელი პარტნიორებიც ეუბნებიან.