LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივერი მელაშვილის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებად წარვადგენთ: საქმის პროკურორი

71
FORTUNA.GE- (2)

“დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მაგალითად, იმ განცხადებას, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია.” – ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი ამბობს, რომ ეს არის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები მას მტკიცებულებებად წარადგენენ.

მიხეილ სადრაძის განცხადებით, ასეთი ფორმით გაკეთებული საჯარო განცხადებები შესაბამისობაში არის ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან, რომელიც ასევე დოკუმენტურად არის დადასტურებული საქმეში.

პროკურორის თქმით, აღნიშნული განცხადება საჯარო სივრცეში მოიპოვება, შესაბამისად, ამ მიმართულებით ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვები ვერ იქნება:

“სრული კონტექსტი არის წარმოდგენილი, სადაც აზრი არ არის გაწყვეტილი და ბრალდებულის საჯარო პოზიცია სრულყოფილად არის წარმოდგენილი. ეს განცხადება მოიპოვება საჯარო სივრცეში, შესაბამისად, ამ მიმართულებით ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვები ვერ იქნება.

რაც შეეხება განცხადებების შინაარსს, ბრალდებული აცხადებდა, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია. ბრალდებული საუბრობს, რომ ის მონაკვეთები არასოდეს ყოფილა საქართველოს ტერიტორია. ბრალდებული რა დოკუმენტსაც ადგენდა და წარადგენდა მეორე მხარესთან, როგორც საქართველოს ოფიციალური პოზიციის ამსახველს, იქ იყო დაფიქსირებული საზღვრის ხაზი, რომელიც ბრალდებულებმა შეადგინეს და ეს საზღვრის ხაზი სწორედ იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ განხორციელებული.” – აღნიშნა საქმის პროკურორმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

13 იანვარს პროკურატურამ ვიდეომასალა გაასაჯაროვა და ბრალდებულების მიმართ გამოძიება დაასრულა.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გაგრძელდა. სასამართლომ კი მელაშვილი და ილიჩოვა სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

magti 5g