საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტურიზმის სექტორის შემოსავლების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ივლისში საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ $374.7 მილიონის შემოსავალი დააგენერირა, რაც $57.8 მილიონით, ანუ 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საერთაშორისო ვიზიტორების 66.2% ტურისტები იყვნენ.
რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა
ივლისში ტურისტების რაოდენობის ზრდა არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან დაფიქსირდა, თუმცა, რუსეთის ფედერაციიდან და ირანიდან ნაკადის შემცირებას ჰქონდა ადგილი.
უფრო კონკრეტულად კი ავიასანქციების ფონზე ივლისში საქართველოში სულ 159,063 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით ნაკლები იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18,851-ით) ნაკლები იყო.