მიმდინარე წლის ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი რეკორდულად გაიზარდა. აეროპორტის მენეჯმენტის ცნობით, ტერმინალი აღნიშნულ თვეში 41 812 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 94% – ით მეტია.
ამასთან, 66% გაიზარდა აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა და 2017 წლის ივნისის მონაცემები 166 რეისს ითვლის.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში ქუთაისის აეროპორტით 185 358 მგზავრმა ისარგებლა.