LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყავით საუკეთესო პატარძალი

110

ქორწილის დღეს გონებაში ქაოსი გაქვთ. ყველაფერი იდეალური და ყველასთვის მოსაწონი გინდათ. ასეთ დროს რთულია სიმშვიდის შენარჩუნება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:

ვერძი: ქორწილის დღეს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე წვრილმანი თუ მსხვილმანი საქმეების მოგვარებას. გადაბაარეთ საქმეები, იმ ადამიანს, რომელსაც ენდობით. დაისვენეთ, მოეშვით და მხოლოდ პოზიტივზე იფიქრეთ.

კურო: მართალია, ფინანსებს ფრთხილად ანაწილებთ და ზედმეტ დანახარჯს გაურბიხართ, მაგრამ ქორწილის დღეს ჯობია გულუხვობა გამოიჩინოთ. ყურადღება გაამახვილეთ საკვებზე და დეკორაციებზე.

ტყუპები: თქვენი ქორწილისთვის ძალიან ბევრი იდეა გაქვთ. ერთდროულად ყველას განხორციელება გსურთ, მაგრამ ჯობია რომელიმე აარჩიოთ. თუ დაიბენით, რჩევისთვის მეგობრებს ან ახლობლებს მიმართეთ.

კირჩხიბი: თქვენთვის ქორწილი 1 დღეა, მაგრამ ემოციები მთელი ცხოვრება. ამიტომ, ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც ქორწილის დღეს უკავშირდება. როცა მოგონებები გაგახსენდებათ, შეგიძლიათ ჩართოთ და უყუროთ.

ლომი: თქვენთვის ქორწილის დღე პომპეზური უნდა იყოს. თქვენი მიზანია ყველა გაოგნებული გიყურებდეთ. ყურადღების ცენტრი ყოფნა ლომების სტიქიაა. ამისთვის შეგიძლიათ თვალისმომჭრელი კაბა შეარჩიოთ და მდიდრული წვეულებაც დაგეგმოთ.

ქალწული: იმდენად ხართ ცხოვრებაში წვრილმან დეტალებს გადაყოლილი, რომ ქორწილის დღეს ვერ ისიამოვნებთ. ჯობია დაიქირაოთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენი ქორწილი დაგეგმოს და შრომა შეგიმსუბუქოთ.

სასწორი: ორივე ოჯახს გინდათ ასიამოვნოთ მაგრამ ვერ გაგირკვევიათ როგორ. იბნევით და გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება. მოდუნდით და ჩართეთ კრეატივი. შემოქმედებითობა თქვენს ნიშანს ნამდვილად არ აკლია.

მორიელი: დაიქირავეთ მაღალი დონის კომპანია, რომელიც იდეალურად დაგეგმავს თქვენს ქორწილს. გამომდინარე იქიდან, რომ სტუმრების იმედგაცრუებას იოლად ვერ შეეგუებით, იფიქრეთ საუკეთესოზე და თანხასაც ნუ დაზოგავთ.

მშვილდოსანი: თქვენ როგორც მოგზაურობის განსაკუთრებულად მოყვარული ნიშანი, სადმე ეგზოტიკურ ადგილას ოცნებობთ ქორწილის გადახდას. თუ ამის ფინანსური საშუალება არ გაქვთ, ნუ იღელვებთ. თაფლობისთვე წინ არის, რა დროსაც შეგიძლიათ ოცნება აიხდინოთ.

თქის რქა: არანაირი დახმარება. თქვენ იდეალურად შეგიძლიათ საკუთარი ქორწილი დაგეგმოთ. ერთადერთი რაზეც ღელავთ, იმ განსხვავებული ადამიანების გართობაა, რომლებიც ცერემონიაზე თავს მოიყრიან. ამ შემთხვევაში ჯობია რჩევა მეორე ნახევარს სთხოვოთ.

მერწყული: გაორებული ხართ. ვერ გარკვეულხართ ტრადიციული ცერემონია ჯობია თუ თავისუფალი და სრულიად განსხვავებული. სასურველია ქორწილი ისე დაგეგმოთ, რომ საზოგადოებამ თავი უხერხულად არ იგრძნოს.

თევზები: თქვენი ქორწილი საინტერესო იქნება, უნიკალური და ყველასთვის დასამახსოვრებელი. კრეატიული ბუნების წყალობით, ისეთ იდეებს განახორციელებთ, რაც სტუმრებს აალაპარაკებს. სასურველია სტუმრების სია გრძელი არ იყოს.

magti 5g