იყიდება თუ არა თბილისის მაღაზიებში საფრთხის შემცველი ტანსაცმელი? „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) თბილისის მაღაზიებში შეძენილი 20 სხვადასხვა ფირმის მაისურის შემოწმების შედეგებს აქვეყნებს.
“2019 წლის აპრილში თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ 20 სხვადასხვა ფირმის მაისური და გავაგზავნეთ ესპანეთის ლაბორატორიაში აზოსაღებავების შემცველობის დასადგენად. საქართველოში სამწუხაროდ ლაბორატორიებს არა აქვთ აკრედიტაცია ასეთი ტიპის კვლევების განსახორციელებლად.
აზოსაღებავები ფართოდ გამოიყენება ქსოვილებისა და ტყავის შესაღებად. კანთან ხანგრძლივი შეხების დროს ისინი ხელს უწყობენ სიმსივნის წარმოშობას, უჯრედების გადაგვარებასა და ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციების დაქვეითებას.
ევროკავშირში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სამომხმარებლო საქონლის წარმოებაში აზოსაღებავების გამოყენება ნორმირდება. თუმცა, საქართველოში სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტურ უმრავლესობასთან, მათ შორის, ტანსაცმელთან მიმართებაში, უსაფრთხოების მოთხოვნები კანონმდებლობით არ არის დადგენილი. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებისაგან განსხვავებით, არც სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყება არსებობს, რომელიც ასეთ საქონელს შეამოწმებს.
საბედნიეროდ, მაისურების შემოწმებული ნიმუშები აზოსაღებავებთან მიმართებაში ევროკავშირში დაწესებული ნორმების ფარგლებში აღმოჩნდა”, – აცხადებენ momxmarebeli.ge– ში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტი ქართველ მომხმარებლებს“.
შემოწმებული მაისურების სია: