LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდეთ ნაკურთხი სანთლები რაა – მეორეკლასელი ბავშვი, რომელსაც დედა სანთლების გაყიდვას აიძულებს

454
bavshvi santlebis gakidva

“ძმა მივიდა და მკაცრად გააფრთხილა ხმამაღლა იძახეო… არ შეიძლება მეორე კლასელ ბავშვს სანთლის გაყიდვას აიძულებდეს დედა,” – ამ განცხდებას სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი მოლაშვილი საკუთარ „Facebook” გვერდზე აკეთებს.

მისი განცხადებით, მეორე კლასელი ბავშვი სადგურის მოედანზე სანთლებს ყიდის, მოშორებით კი დედა და ძმა დგას და თვალყურს ადევნებს.

„ეს ბავშვი ამ წუთებში დგას სადგურის მეტროსთან და სანთლებს ყიდის.
მოშორებით დედა და ძმა დგას და თვალყურს ადევნებს. მე რომ ჩავუარე, ძმა მივიდა და მკაცრად გააფრთხილა ხმამაღლა იძახეო.

ამ პატარამაც სახეგაბრაზებით და მოწყენით დაიწყო:
ნაკურთხი სანთლები, იყიდეთ ნაკურთხი სანთლები რაა”

ისეთი სახე ჰქონდა, იქვე მოვკვდი.

მივედი, გამოლაპარაკება მინდოდა,
-ისე არ მომცე ფული, თუ გინდა მოგყიდიო.

გლდანში ვცხოვრობ და მეორე კლასში ვარო.

აი არ ვიცი ვის დავუკავშირდე,
მით უმეტეს კვირას!
გთხოვთ ვინც იცით მიხედეთ ამ ამბავს!!!

არ შეიძლება მეორე კლასელ ბავშვს სანთლის გაყიდვას აიძულებდეს დედა!!!!!“ – წერს ქეთი მოლაშვილი.

 

სოციალურ ქსელში პოსტი 23 ივნისს არის განთავსებული. ქალბატონი ქეთი კომენტარებში წერს, რომ როგორც კი საქმეში შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან, მაშინვე წაშლის პოსტს.

„ფორტუნას“ კითხვაზე, მოახდინა თუ არა შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით, ქეთი მოლაშვილი აცხადებს, რომ პოლიციაში ამის შესახებ განაცხადა, თუმცა რადგან უშუალოდ ძალადობა არ ფიქსირდება, პოლიცია ვერაფერს გახდება.

„პოლიციაში ვიყავი. როგორც გეცოდინებათ, პოლიციაში მკვდარი კანონია და თუ უშუალოდ არ ფიქსირდება ძალადობა, ვერაფერს გახდებიან, დედა იტყვის ბავშვი მეხმარება სანთლის გაყიდვაშიო და ბავშვიც დაადასტურებს. სამწუხაროდ ამაზე მატად კანონი ვერ იცავს ბავშვებს. ეს ჩემი პირველი შეხება იყო ამ კანონთან და გული გამისკდა. დანარჩენი არავინ ჩართულა და დაინტერესებულა.

დღეს მინდა სოციალურ სააგენტოს შევატყობინო, თუმცა მისამართიც არ ვიცი ზუსტი, რომ ვუთხრა სად იმყოფებიან,“ – აცხადებს მოლაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთი ქალბატონი ეკონტაქტება, რომელიც წერს, რომ ბავშვის დედა ფულს ამ გზით შოულობს.

„ახლა ერთი ქალი მწერს, ქირით ცხოვრობენ, არც ისე გაჭირვებულები არიან, დღისით შვილებს ასე იყენებს და ფულს შოულობს, ყველა მეზობელს გვემუქრება თუ რამეს ვიტყვით, ძმა მყავს რუსთავის ციხეში და მოგხედავთო.

ერთი სული გვაქვს როდის გადავლენ, არაადექვატური ქალიაო. ისე ექცევა ბავშვებს, მთელს კორპუსს გული გვეწვებაო,“ – აცხადებს ქეთი მოლაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები