LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა ბრალს არ აღიარებს – არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამასა და მეზობელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

363
ფორტუნა - 2023-05-11T140841.929

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა დახურული იყო.

სახაზინო ადვოკატის ინფორმაციით, გოგონას მამა ბრალს არ აღიარებს.

„ბავშვი თავს საშინლად გრძნობს, არის სტრესში, დამნაშავეა თავისი მამა..“ – რას ჰყვება 14 წლამდე მოზარდის მეზობელი და ოჯახის წევრი

მოზარდის ოჯახის წევრები ბავშვის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

დაცვის მხარე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.

ბრალს არც მოზარდის მეზობელი აღიარებს. მისი ადვოკატი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

„დედამ მითხრა, მამასა და შვილს შორის რა ეჭვი უნდა შემეტანაო?! სამი დღეა, რაც ეს გავიგე, ბავშვი უცნაურად იქცეოდაო“ – 14 წლამდე გოგოს გაუპატიურების შესახებ პოლიციას სოფლის რწმუნებულმა აცნობა

შეგახსენებთ, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ 9 აისს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები