LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო ღვთისგან მოვლენილი ჩვენი ერისთვის“ – ქეთი დოლიძე საქართველოს პატრიარქზე

153
2026-03-19_02-00-05_886279

იყო ღვთისგან მოვლენილი ჩვენი ერისთვის, – საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს, მოღვაწეობას იხსენებს რეჟისორი ქეთი დოლიძე.

„ღვთის მოვლენილი ადამიანი იყო ჩვენი ერისთვის. მასთან აბსოლუტურად მშვიდდებოდი. არ მახსოვს ოდესმე ხმა აეწიოს ან გაბრაზებულიყო. მე არ ვიცი, ასეთი ვინმე თუ არსებობს საქართველოში – რა თქმა უნდა, არა.

იყო უზარმაზარი პრინციპულობით სავსე ადამიანი. ის არასოდეს გააკეთებდა იმას, რასაც ვინმე უკარნახებდა. იყო ღვთისგან მოვლენილი ჩვენი ერისთვის“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

„ვიცი, რომ პატრიარქს უყვარდა სიონი… 1978 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მრავალჟამს“ – მამა ელიზბარ ოდიშვილი

„ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის…“ – ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს მსოფლიო სასულიერო ლიდერები ავრცელებენ

„ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი აერთიანებდა ჩვენს ხალხს – ვუსამძიმრებთ ეკლესიას და ერს ამ უდიდეს დანაკარგს“ – ბიძინა ივანიშვილი

მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – ეს თქვენ გჭირდებათ, მას არ სჭირდება არც შენდობა და არც პატიება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g