LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა” – გაბუნია კლინიკებს ჟანგბადის რაციონალური გამოყენებისკენ მოუწოდებს

58
5fb3893225ca5

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, თუმცა, გაბუნია დასძენს, რომ ლოჯისტიკური პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობს.

“ჟანგბადის მოწოდების და მოხმარების ინტენსივობა არის ძალიან გაზრდილი. ამ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად როგორც იცით მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი.

ლოჯისტიკური პროცესი არის ძალიან დატვირთული, თუმცა ჯერჯერობით არცერთ კლინიკას პრობლემა ჟანგბადის მიწოდებაში არ შექმნია. ჩვენ ვთხოვთ მათ რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს.

იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, იკარგებოდა ჟანგბადი, ისე, რომ პაციენტი ამას ვერ იყენებდა,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g