ჯაბა ზარქუა, გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი იწყებს სოციალურ ქსელში ვიდეოების სერიას, სადაც მიმოიხილავს უკანასკნელ სამედიცინო სიახლეებს, რომლებთანაც ხელი მუდმივად მიუწვდება. ერთ-ერთი არის გრიპის ვირუსით ავადობა და ვაქცინაციის აუცილებლობა, თუმცა მისი თქმით, წინასწარ იმის გათვლა, რამდენად ეფექტური იქნება ვაქცინას, ჯერჯერობით არავინ იცის. ექიმი ყველას მოუწოდებს, რომ აიცრან გრიპის საწინააღმდეგოდ, რაც თავად უკვე გააკეთა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწიხებთ.
„აშშ-ში შარშან ძალიან ცუდი რეკორდი მოიხსნა. რეკორდულად მაღალი რაოდენობა იყო, 80 000 ადამიანი დაიღუპა გრიპის ვირუსით… ეს ვირუსია სასიცოცხლოდ საშიში. მეცნიერებმა გამოიკვლიეს და ნახეს, რომ წინა წლის ვაქცინაციას მხოლოდ 40%-იანი ეფექტურობა ჰქონდა მხოლოდ. ამის გათვლა წინასწარ, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ახლა მუშაობენ მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე, რომელიც ბევრად გაზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას. ასევე ამჟამად განიხილება მედიკამენტი, რომელიც გრიპის სიმპტომების შემცირებას შეუწყობს ხელს. მაგრამ ეს ჯერ არ გვაქვს, ამიტომ აცრა ღირს, გრიპის პრევენციისთვის“.
ექიმი ასევე საუბრობს ჰონკონგში გავრცელებულ E ჰეპატიტის ტიპის ვირუსზე, რომელიც პირველად ვირთხიდან ადამიანს გადაეცა… ის იწვევს ღვიძლის დაავადებას და განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის.