ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, დილის 11 საათზე უნდა გამოცხადდეს.
პროკურატურა დარწმუნებულია, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, დაცვის მხარე კი ერთადერთ ობიექტურ გადაწყვეტილებად გამამართლებელ განაჩენს თვლის.
გუშინდელ პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით გამოვიდნენ ბრალდებულები.
ხაზარაძე პროკურორს – შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?
ხმაური სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე პროცესიდან გააძევეს
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესები უკვე თითქმის 3 წელია მიმდინარეობს. “ლელოს” დამფუძნებლებთან ერთად ბრალდებულია ავთანდილ წერეთელიც, მას პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.