LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაღმაიძე: ანჩისხატის ტაძარში დაბრუნების მოთხოვნით დაანონსებული აქცია საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ არის, ზაზა ნანობაშვილს ადამიანები შეცდომაში შეჰყავს

100
Untitled design (1)

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ანჩისხატის საკუთარი სახელობის ტაძარში დაბრუნებისთვის 5 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან აქცია უნდა გაიმართოს.

ანდრია ჯაღმაიძე მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული განცხადება და აქცია საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ არის:

“ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, გაცნობებთ რომ, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან.
ბატონი ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოს და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში.

იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g