LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar Land Rover დიდი ბრიტანეთის ქარხნიდან მუშებს უშვებს

33

როგორც ავსტრალიური საავტომობილო გამოცემა Caradvice იუწყება, კომპანია Jaguar Land Rover არ აპირებს სოლიჰალის ქარხანაში მომუშავე 1000 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება გაუგრძელოს.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება კომპანიას ზოგიერთი მოდიფიკაციის ავტომობილის გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღო. ცნობილია, რომ დიზელის მოდელებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. პორტალ Carsalesbase-ს მონაცემებით, თებერვალში Jaguar-ის დილერებმა ევროპულ ავტოსალონებში 2 468 ავტომობილი გაყიდეს, იანვარში კი 4 207 ავტომობილის რეალიზაცია მოხდა. მარტში, დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვების წილი დიდ ბრიტანეთში 33,5%-ს შეადგენს.

Autocar კი წერს, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთში დიზელის ძრავიან ავტომობილებზე გადასახადები იზრდება, გაძვირდა ასეთი ტიპის საწვავიც.

ასტონის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ბეილი დარწმუნებულია, რომ Jaguar Land Rover დიზელის ძრავიან ავტომობილებზე შემცირებული მოთხოვნის გამო ეჭვ გარეშე სერიოზული სირთულეების წინაშე დადგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები